დღეს, 2 აგვისტოს, 19:00 საათზე, მსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი MTV Live-ში მიიღებს მონაწილეობას. თავისი ტურის, "ეიფორიის" ფარგლებში, რომელიც უკვე ცნობილია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში, იგლესიასი მაყურებლის წინაშე ბათუმში, ევროპის მოედანზე წარდგება.
MTV Live საქართველოს მთავრობისა და Viacom International Media Networks (VIMN)-ის თანამშრომლობის შედეგად საქართველოში პირველად იმართება.
MTV Live Georgia-ზე მსმენელის წინაშე აგრეთვე წარდგებიან პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი "ელდრინი". MTV Live Georgia-ს ნაწილს MTV World Stage-ის მეშვეობით 152 ქვეყანაში 600 მლნ-მდე ადამიანი იხილავს.
"მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც შევძლებ ვიხილო საქართველოს უმშვენიერესი სანაპირო და ქართველ მსმენელს ვაჩუქო დაუვიწყარი საღამო", - აცახდებს ეგლესიასი.
"მოხარული ვართ ჩვენი და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რაც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის MTV Live-სა და MTV World-ს. ბათუმი მსოფლიო დონის მუსიკალური ღონისძიების არაჩვეულებრივი მასპინძელი გახდება", - აცახდებს VIMN ვიცე-პრეზიდენტი ალექს ოკოსი.
MTV Live Georgia-ზე დასწრება უფასოა.