აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოპენჰაგენში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა. საუბარს არაოფიციალური ხასიათი ჰქონდა და ამიტომაც მისი დეტალები არ ხმაურდება.
თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსის რობერტ გიბსის ინფორმაციით, ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის კონტაქტი სამუშაო ვახშმის დროს შედგა.
რუსული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსმა ამ ქვეყანათა მეთაურები ჩამოთვალა, რომელთანაც ობამას ვახშმის დროს ხანმოკლე კონტაქტი ჰქონდა. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.