საქართველოს დღეს კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ეწვევა.
მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შუადღისას დაეშვება.
იგლესიასი 2 აგვისტოს, 19:00 საათზე, MTV Live-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც საქართველოს მთავრობის და Viacom International Media Networks (VIMN)-ის თანამშრომლობის შედეგად საქართველოში პირველად გაიმართება.
თავისი ტურის, "ეიფორიის" ფარგლებში, რომელიც უკვე ცნობილია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში, იგლესიასი მაყურებლის წინაშე ბათუმში, ევროპის მოედანზე წარდგება.
MTV Live Georgia-ზე მსმენელის წინაშე აგრეთვე წარდგებიან პოპულარული
ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი "ელდრინი".
MTV Live Georgia-ს ნაწილს MTV World Stage-ის მეშვეობით 152 ქვეყანაში 600 მლნ-მდე ადამიანი იხილავს.
"მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც შევძლებ ვიხილო
საქართველოს უმშვენიერესი სანაპირო და ქართველ მსმენელს ვაჩუქო დაუვიწყარი
საღამო", - აცახდებს ეგლესიასი.
"მოხარულები ვართ ჩვენი და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რაც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის MTV Live-ს და MTV World-ს. ბათუმი მსოფლიო დონის მუსიკალური ღონისძიების არაჩვეულებრივი მასპინძელი გახდება", - აცახდებს VIMN ვიცე-პრეზიდენტი ალექს ოკოსი.
MTV Live Georgia-ზე დასწრება უფასოა.