2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. საქართველოსთან ერთად ჯგუფში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი საფრენგეთი, ბელორუსი და ფინეთი მოხვდნენ. ევროპის ზონაში ეროვნული ნაკრებებები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
A ჯგუფი: ხორვატია, სერბეთი, ბელგია, შოტლანდია, მაკედონია, უელსი; B ჯგუფი: იტალია, დანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, სომხეთი, მალტა; ჩ ჯგუფი: გერმანია, შვედეთი, ირლანდია, ავსტრია, ფარერები, ყაზახეთი; D ჯგუფი: ჰოლანდია, თურქეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ანდორა; E ჯგუფი: ნორვეგია, სლოვენია, შვეიცარია, ალბანეთი, კვიპროსი, ისლანდია; F ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, ისრაელი, ჩრდ. ირლანდია, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი; G ჯგუფი; საბერძნეთი, სლოვაკეთი, ბოსნია, ლიტვა, ლატვია, ლიხტენშტაინი; H ჯგუფი: ინგლისი, მონტენეგრო, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა, სან მარინო; I ჯგუფი: ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი, საქართველი, ფინეთი.
53 ევროპული ნაკრებიდან ბრაზილიაში მხოლოდ 13 გაემგზავრება. 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდება.