რუსმა ოკუპანტებმა გასული კვირის განმავლობაში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე დაკავებულია 29 ივლისს ახალგორის რაიონის დასახლებულ პუნქტთან დააკავეს. მათივე ინფორმაციით ამ ადამიანებმა საზღვარი სასოფლო-სამეუნეო მიზნებით გადაკვეთეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული საოკუპაციო ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, ამ დაკავებამდე ერთი დღით ადრე ცხინვალთან ახლოს საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. მამაკაცს თან არავითარი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა. მამაკაცმა დაკავებისას ასევე განაცხადა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და საზღვარი ასევე სასოფლო-სამეურნეო მიზნებით გადაკვეთა.
ამას გარდა, სოფელ ავნევთან რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ასევე დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. მან განაცხადა, რომ საზღვარი ზნაურის რაიონში მყოფი ნათესავების მონახულების მიზნით გადაკვეთა.
ოთხივე საქართველოს მოქალაქე ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს.