ხვალ, 28 ივლისს, სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და რუსული მხარეები, ასევე ოსი სეპარატისტები ევროკავშირის წარმომადგენლები და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ეუთოს მხრიდან.
შეხვედრაზე ოსი სეპარატისტები ვინმე გენადი ბესტაევის საკითხის დაყენებას აპირებენ, რომელიც მათივე მტკიცებით ქართულ ციხეში იხდის სასჯელს. სეპარატისტების განცხადების მიხედვით ბესტაევი ქართული სოფლის ზარდიანთკარის მკვიდრი იყო და იგი საკუთარი დედი მკვლელობის გამო გაასამართლეს რამდენიმე წლის წინ.
"რამდენიმე წლის განმავლობაში მას ოჯახთან კავშირი ჰქონდა. ახლა კი ეს კავშირი შეწყდა. მისი მეუღლე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ხელჩუაში ცხოვრობს გვთხოვს მისი მეუღლის ბედი გავარკვიოთ", _ აცხადებენ სეპარატისტები.