საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას მსოფლიოს რეიტინგში 57 ადგილზეა. წინა თვესთან შედარებით საქართველომ ივლისის რეიტინგში ერთი ადგილით უკან დაიხია.
მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებად კვლავ ესპანეთი რჩება. მეორე ადგილზე ჰოლანდიაა, მესამეზე კი გერმანია. "კოპა ამერიკას" გამარჯვებულმა ურუგვაიმ რეიტინგში 13 ადგილით წინ წაიწია და მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებთაგან საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ხორვატიას, რომელიც რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება. საბერძნეთი მე-13 ადგილზეა, ისრაელი 32-ეა, ლატვია 82-ე და მალტა 173-ე.
მსოფლიოს საუკეთესო ათი ნაკრები შემდეგი ქვეყნებისგან შედგება:
1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ბრაზილია
5. ურუგვაი
6. ინგლისი
7. პორტუგალია
8. იტალია
9. ხორვატია
10. არგენტინა
შემდეგი რეიტინგი 24 აგვისტოს გამოქვეყნდება.