დღეს რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ე.წ. საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისა და საავიაციო ძიებისა და გადარჩენის შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსული მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა აფხაზური მხრიდან კი აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა. ხელმოწერის ცერემონიალს რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში იგორ ახბა ესწრებოდა.