6 აგვისტოს 21:00 საათზე, ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის და ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებები.
თეატრის ფოიეში მოეწყობა გამოფენა "ქართული ხელნაწერი", სადაც დამთვალიერებელი იხილავს უძველესი ქართული ხელნაწერების მულაჟებსა და თემატურ ბანერებს.
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად ჩაირიცხება მეგობართა საზოგადოების ანგარიშზე და საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
ბილეთის ფასი: პარტერი 50 ლარი; ამფითეატრი 40 ლარი; იარუსი 30, 20 და 10 ლარი.