აფხაზეთის ე.წ. ცესკომ კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა: ალექსანდრე ანქვაბი - N 1, რაულ ხაჯიმბა - N 2, სერგეი შამბა - N 3 და ე.წ. ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ანქვაბის გუნდიდან მიხაილ ლოგუა - N 4.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხაჯიმბასა და შამბასგან განსხვავებით ალექსანდრე ანქვაბი აღნიშნულ მოწმონას ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატისა პირველად იღებს.
ამავე დროს, ამჟამად აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი დღეიდან შვებულებაში გადის, რადგანაც ე.წ. საარჩევნო კამპანია ჯეროვნად აწარმოოს.
დღესვე საარჩევნო ნომრები მიენიჭა ე.წ. პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებსაც. კერძოდ, აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი რაულ ხაჯიმბა "2" ნომრით მიიღებს მონაწილეობას, კანდიდატი სერგეი შამბა კი "3".
რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ მას ამომრჩევნებთან შეხვედრის გრაფიკი უკვე შედგენილი აქვს და ხვალინდელი დღიდან აფხაზეთის რაიონებში დაიწყებს მოგზაურობას.
რაც შეეხება სერგეი შამბას მან ნომრის მინიჭების შემდეგ განაცხადა, რომ იგი "სამართლიანად იბრძოლებს" და ამიერიდან მას აქვს უფლება აქტიურად მიიღოს მონაწილეობა "წინასააწჩევნო კამპანიაში.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევმნებში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო უნდა ჩატარდეს. სეპარატისტებმა არჩევნების ჩატარების თარიღად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მესამე წლისთავი 26 აგვისტოს დაასახელეს.