ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსული საოკუპაციო არმიის წარმომადგენელთა სამხედრო-ტაქტიკური წვრთნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სწავლება 5 დღეს გაგრძელდება და მისი პირობები ნამდვილად საბრძოლოს მაქსიმალურად იქნება მიახლოებული. მთავარი ყურადღება წვრთნების დროს მოტომსროლელ ბრიგადებზე იქნება გამახვილებული. სწავლებაში ჩართულია 80 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა და 300 მდე ადამიანი.