ქუთაისში მდებარე "დიდების მემორიალის" დემონტაჟს მთლიანი ოპოზიციური სპექტრი აპროტესტებს. ამ მიზნით "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "ლეიბორისტული პარტიის", "ალიანსი საქართველოსთვის", "ხალხის პარტიის", "ეროვნული ფორუმის", "მოძრაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიასთან ერთობლივი პრესკონფერენცია და აქცია გამართეს.
ოპოზიციონერების შეფასებით, მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრის დემონტაჟი ბარბაროსული ქმედებაა.
"სიმბოლისტური დატვირთვა აქვს ძეგლის დემონტაჟის თარიღს. ხელსუფლება 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილისა და სტალინის დაბადების დღეზე აპირებს მონუმენტის აფეთქებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქმედება პიარაქციაა და არანაირი შედეგი მათ არ მოაქვთ.
პარლამენტის შენობის აშენების გეგმა ჯერ ჩანასახშიც არ არის, რადგან არ არსებობს არანაირი პროექტი და სახსრები ამის განსახორციელებლად.
ამ ბარბაროსული აქტის შესაჩერებლად, ერთიანი სურვილით _ შეწყტვიტოს ხელისუფლებამ ტრადიციების, ისტორიის, კულტურის ნგრევა _ 21 დეკემბერს იგეგმება აქცია მემორიალის ტერიტორიაზე, სადაც არა მარტო ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არამედ თბილსიდან ჩამოსული ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას". დღეს ქუთაისის მერიასთან ადგილობრივი ოპოზიციური სპექტრის - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "ალიანსი საქართველოსთვის", მამულიშვილთა ორდერი "სამშობლო", "ხალხის პარტია", "ეროვნული ფორუმი", "მოძრაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" - წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და "დიდების მემორიალის" დემონტაჟი გააპროტესტეს.
ბრფინგის ინიციატორები აცხადებენ, რომ ეს არის ბარბაროსული ქმედება, რადგან მერაბ ბერძენიშვილის სკულპტურა ისტორიის ნაწილია, სადაც ყოველ 9 მაისს ომის ვეტერანები იკრიბებიან და წარსულს იხსენებენ.
როგორც ოპოზიცია აცხადებს, "სიმბოლისტური დატვირთვა აქვს ძეგლის დემონტაჟის თარიღს. ხელსუფლება 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის და სტალინის დაბადების დღეზე, აპირებს მონუმენტის აფეთქებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქმედება პიარ-აქციაა და არანაირი შედეგი მათ არ მოაქვთ", - აცხადებენ პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ იმ ადგილას, სადაც "დიდების მემოარიალია" განთავსებული, პარლამენტის შენობის აშენება იგეგმება.