პარლამენტმა ბელორუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა დაამტკიცა.
პროფესიით ჟურნალისტ გიორგი ჩხეიძეს დიპლომატიური გამოცდილება დსთ-ის სივრცის რამდენიმე ქვეყანაში აქვს მიღებული. იგი რუსეთის ფედერაცაში საქართველოს საელჩოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა: იყო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფებიანი დესპანი, ხოლო დღემდე დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობს.
გიორგი ჩხეიძეს, რომლის კანდიდატურას დღეს პარლამენტმა მხარი 92 ხმით ერთხმად დაუჭირა, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.