საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ს შორის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ ვაშაძემ წარმატებები უსურვა მაკგოლდრიკს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პოსტზე.