მწვანეთა პარტიის ოფისში "საქართველოს მწვანეთა პარტიასა" და "საქართველოს მომხმარებელთა და ადგილობრივ მეწარმეთა უფლებების დაცვის ეროვნული ასოციაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მწვანეთა პარტიის ლიდერის, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს იმპორტის ლობირებას და აპირებს 2015 წლამდე კონტროლის გარეშე დატოვოს ჯანმრთელობისთვის საშიში სურსათის იმპორტი საქართველოში.
მისი თქმით, კვებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, ქართულ ბაზარზე 80%-90% უხარისხო, აღურიცხავი, ვადაგასული პროდუქცია შემოდის, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
"ჩვენ ვითანამშრომლებთ სურსათის უვნებლობის, მომსახურეობის დარგებში ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა გავაძლიეროთ კონტროლი იმპორტირებულ პროდუქტებზე. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, საკვები პროდუქტების ვარგისიანობასთან დაკავშირებით", _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.