საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის შემდეგი რაუნდი 2010 წელს გაიმართება.
მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გამართული დიალოგის (Hუმან ღიგჰტს Dიალოგუე) მეორე რაუნდის ფარგლებში იქნა მიღწეული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა ღია და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. განხილულ იქნა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შესაბამის საკითხთა ფართო სპექტრი, ისევე როგორც, აღნიშნული მიმართულებით საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
ამასთან, ევროპულმა მხარემ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შემდგომი პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით.