ბელორუსის პარლამენტი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს საშემოდგომო სესიაზე არ განიხილავს. ბელორუსის პარლამენტი მუშაობას 18 დეკემბერს ასრულებს.
"ვფიქრობ ამ საკითხს არ განვიხილავთ, მასალები ამ სესიისთვის არ მოგვიმზადებია", _ აცხადებს ბელორუსის პარლამენტის დსთ-ისა და საერთაშორისო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სერგეი მასკევიჩი და აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის ბელორუსი პარლემენტარების მიერ მომზადებულია მხოლოდ ანგარიშები, რომლებიც აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მონახულებისას შედგა.
"აღნიშნული ანგარიშები განხილვისათვის საპარლამენტო კომისიებშია გადაგზავნილი",_ განაცხადა მასკევიჩმა.