საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთის გიორგი აბდალაძის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც გიორგი აბდალაძე ჰყვება, მან რუსეთის სპეცსამსაურებთან მუშაობა, 2002 წელს დაიწყო, როდესაც ის ეგნეთის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა დააკავეს.
„2002 წელს მე ვმუშაობდი გაზეთ "კვირის პალიტრაში" ფოტორეპორტიორად. ხშირად მიწევდა მივლინებებში გასვლა. ერთ-ერთი მივლინება იყო ერგნეთის ტერიტორიაზე. მე უნდა გამეკეთებინა სიუჟეტი ერგნეთის ბაზრიდან კონტრაბანდის გადმოსვლასთან დაკავშირებით. შესვლისას მე და მძღოლი ვიმყოფებოდით, რომელსაც საკუთარი მანქანა ყავდა. ერგნეთის ტერიტორიაზე შესვლისას სამხრეთ ოსეთი წარმომადგენლებმა დაგვაკავეს. იმ პერიოდში ეს ტერიტორია ნეიტრალურად ითვლებოდა. გვცემეს. გაგვჩხრიკეს, რის შემდეგაც მიპოვეს პრეზიდენტის აკრედიტაცია და მიპოვეს დოქტოფონი, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა ჩართული. ამის აღმოჩენის შემდეგ გაღიზიანდნენ. შემდეგ მომიტანეს დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა და მითხრეს, რომ ეს არისო შენი დაკითხვის დოკუმენტიო და სადაც შენ აღიარებ ჯაშუშობაში ფაქტს და აპირებდი დივერსიული ფაქტების განხორციელებას ცხინვალის ტერიტორიაზე. მე თავიდან უარი ვთქვი, მერე ისევ ცემა იყო და მოვაწერე ხელი. შემდგომში ასეთი ძალადობის ფაქტებმა იკლო. შემდეგ გადამიყვანეს ციხეზე. გამთენიისას გამიყვანესდა შემახვედრეს ორი რუს სამხედრო პირს. რომლებმაც თავაზიანად მიმიღეს. დამიწყეს საუბარი. დაინტერესდნენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მაგათმა მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ბრალდება წაყენებულიო, რომელიც ითვალისწინებს 9 წლიან მუხლსო. მათ დამიდეს მაგიდაზე ჩემი ძმებისა და დედაჩემის ფოტოები და მითხრეს რომ, თუ ვიტყოდი თანამშრომლობაზე ურას მოხდებოდა ჩემი ოჯახის ლიკვიდაცია და რა თქმა უნდა ჩემიც, რადგან მათ ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი. თუ ვითანამშრომლებდი მაგათთამ, გარკვეულ ანაზგაურებასაც გადმომცემდნენ. ვკითხე რა არჩევანი მაქვსო და მითხრეს რომ ან ის უნდა აირჩიო ან ესო. გადმომცეს ბლანკი, რომელზეც იყო დაწერილი ამ ხელშეკრულების შინაარსი. მე სიმართლე გითხრათ არ გადამივლია თვალი რა მოვალეობები შედიოდა და რა არა. გამოყვანისას კიდე ერთ შენობაში წამიყვანეს, სადაც შეგხვდა მაგათი მაშინდელი უშიშროების მინისტრი", - ამბობს ჩვენებაში აბდალაძე.
მისი თქმით, ერთი წლის შემდეგ როდესაც სხვა რედაქციაში, გამომცემლობა „სამშობლოში" მუშაობდა, რედაქციიდან გამოსვლისას რუსთაველის მეტროსთან შემხდა ერთი პიროვნება, რომელმაც შეახსენა ცხინვალის ხელშეკრულება.
„მან მითხრა, რომ პეროვის ქუჩაძე არის გიორგაძის პარტიის ერთ-ერთი ოფისი, იქ უდა მივსულიყავი და იქ მეტყოდნენ პირველ დავალებას. მისვლისას აღმოვაჩინე, რომ დროშები იყო გამოფენილი მაგათი პარტიის. შემხვდა მაღალი მამაკაცი, რომელმაც შემიპატიჟა. მითხრა ჩვენ ვიცითო თქვენ შესახებო, გაგვაფრთხილესო... ჩვენ გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა რადგან მიტინგებს ვაწყობთ, თქვენ უნდა გადაგვიღოთ ეს ფოტომასალა თუ სად ტარდება ეს მიტინგები. ძირითადად აინტერესებდა ზედა ხედი რათა გამოჩენილიყო მასა. თუმცა აინტერესებდათ პორტრეტებიც და სხვა სახის ფოტოებიც რაც მიტინგთან იყო დაკავშირებული. მე ამ ფოტოებს ვაწვდიდი. იქვე ხდებოდა ამ ფოთოების ჩატვირთვა კომპიუტერში, მაგრამ მე როგორც ვიცი ისინი ამ ფოტოებს ძირითადად გაზეთებისთვის იყენებდნენ. იყენებდნენ ვებ.საიტებისთვის და რუსეთში იგორ გიროგაძის ოფისისთვის წარსადგენად. ანგარიშსწორება ხდებოდა ხელზე. იქვე მომიტინგეებისგან გამოყოფილი იყვნენ ქალბატონები და კეშად უხდიდა ადამიანებს თანხას. ასე ხდებოდა ჩემთანაც ანგარიშსწორება. ეს გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა აბდალაძემ.
აბდალაძის თქმით, მან 2007 წელს პარლამენტში დაიწყო მუშაობა და სწორედ ამ პერიოდში მოხდა ზურაბ ქურციკიძესთან თანამშრომლობის დაწყება.
„2007 წელს დავიწყე მუშაობა პარლამენტის პრესცენტრში, ფოტორეპორტიორად. მევალებოდა ჩამოსული სტუმრების ფოტოგადაღება. ამ პერიოდისთვის ვიცნობდი ზურაბ ქურციკიძეს. მან არაერთგვაროვნად შემახსენა, რომ მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ სააგენტოზე. როგორც მაგან მითხრა. ის ფოტოები რომლებიც მჭირდება თქვენგან, მჭირდება იმიტომ რომ ისინი მოსკოვში გადავაგზავნოვო. შემახსენა სიტყვიერად ცხინვალის ამბავი, რომ თქვენ თუ გახსოვთ ცხინვალის ამბებთან დაკავშირებით, მეც ვიმყოფები ამ სამსახურში და ერთ-ერთი პირველი რამოდენიმე შეხვედრის ფოტოები, ერთ-ერთი იყოოფიციალური შეხვედრის მსგავსი შეხვედრის ფოტოები მიმეწოდებინა მისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ქურციკიძემ მთხოვა, რომ სტენოგრამაც გამეკეთებინა, რადგან ეს სჭირდებოდათ მოსკოვში წარსადგენად. მე შეუსრულე ეს თხოვნა და მითხრა რომ ანგარიშსწორებოდა მოხდებოდა ხელზე. დავალების სირთულის მიხედვით ანაზღაურება 150-დან 200-მდე ხდებოდა", - ამბობს აბდალაძე.
მისი თქმით, მათი თანამშრომლობა 2008 წლის აგვისტოშიც გარგძელდა და მას ძირითად საქართველოს ჯარის უკან დახევის ფოტოების გადაღება ევალებოდა.
„შემდგომში პარლამენტში რომ დავანებე მუშაობას თავი. 2008 წელს 8 რიცხვში, ქურციკიძე იმყოფებოდა გორში და მთხოვდა დავხმარებოდი. მე ჩავედი გორში ჩემი მანქანით. ქურციკიძემ მთხოვა რომ რასაც გადაიღებ მასალებს მომაწოდე რადგან ეს მოსკოვში წარსადგენად სჭირდებოდა. ჩვენ ვიღებდით როგორ იხევდა ჩვენი ჯარი სოფლებიდან, მოსახლების განწობას. გარკვეული ჩანაწერებიც ხდებოდა ამისი, ქურციკიძე ურეკავდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ეუბნეოდა ამ ამბებთან დაკავშირებით ამბებს ყვებოდა. მე წამოვედი თბილისში. მას შემდეგ ქურციკიძე არ შემხვედრია. ის მასალა დავუტოვე მას", - განაცხადა აბდალაძემ.
აბდალაძის თქმით, საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყების შემდეგ ქურციკიძემ მას სთხოვა, რომ არამარტო ფოტოები, არამედ სტენოგრამებიც გაეკეთებინა მინისტრის შეხვედრების.
დაახლოებით 2010 -ში დავიწყე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ პერიოდში მე ქურციკიძესთან მქონდა კონტაქტი. მე ვაწვდიდი ფოტომასალებს. იგივე მევალებოდა, როგორც პარლამენტში, რომ გადამეღო საგარეო საქმეთა მინისტრიეს სტუმრებთან შეხვედრები და რაღაც პერიოდულობით ვაწვდიდი ფოტოებს. ბოლო თხოვნა მისი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრიეს არა მარტო ფოტო, არამედ სტენოგრამაც გამეკეთებინა. ანუ უნდა გადამეღო საგარეო საქმეთა მინისტრი არამარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ კანცელარიაშიც და პრეზიდენტის სასახლეშიც. რაც მე შევუსრულე, ჩავუწერე. მე ეს გავაკეთე ორ ეგზემპლარად. ერთი მივეცი ქურციკიძეს, ერთი დავიტოვე ჩემთვის. ქურციკიძემ მთხოვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მასთან დისკი არ გაიხსნებოდა მეორე ეგზემპლარი მიმეწოდებინა მისთვის. თუ არადა გამენადგურებინა. მაგ პერიოდში უკვე დაგვაკავეს და თანხა არ აგვიღია. სტენოგრამები ძირითადად ამოვიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ოთახიდან, რომელიც მდებარეობდა მეოთხე სართულზე", - განაცხადა აბალაძემ.
მისი თქმით, ანგარიშსწორება ხდებოდა ძირითადად ხელზე.
„ბლანკი ჰქონდა ქურციკიძეს სადაც ვწერდი რომ მომსახურებაზე მივიღე 150 ევრო ან 200 ევრო. ასე ხდებოდა ძირითადად", - განმარტავს ფოტორეპორტიორი.