ხვალ, 18 დეკემბერს, 16:00 საათზე, მოძრაობა "თეთრის" წევრები კინოსახლში შეკრებას გამართავენ.
საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ავთანდილ მჭედლიშვილი, მერაბ ჯიბლაძე, გია ჭუბაბრია, თამაზ სანიკიძე, ფრიდონ სულაბერიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, თემურ შაშიაშვილი,
"ნაციონალური~ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქუთაისში ანგრევენ და აფეთქებენ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის "დიდების მემორიალს~ და მის ადგილზე აშენებენ საქართველოს პარლამენტის სათადარიგო შენობას. ანგრევენ და აფეთქებენ ძეგლს, რომელსაც გახსნის დღიდანვე "ქართული ბიბლია და ქართული ფილოსოფიური ტრაქტატი~ უწოდეს", _ აცხადებენ ისინი.
საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, მედიის წარმომადგენლებს.