რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცახდებას ქართული ხმარე, როგორც ჭეშმატრიტებას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მილიტარიზაცია და რუსეთის ფედერაციას თუ რამე თანამდროვე ტიპის შეტევითი შეიარაღება გააჩნია, ყველაფერი ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე აქვს განლაგებული.
"ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 10 ათასზე მეტი სამხედრო იმყოფება ოკუპირებეულ ტერიტორიებზე. არაფერს ვამბობ ფე-ეს-ბეს სასაზღვრო პატრულზე. ამის ფონზე კი, მაპატიეთ და, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცახებას ვერ მივიღებთ, როგორც ჭეშმარიტებას, რადგან ამ ტერიტორიებზე შექმნილი რეალური სურათი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს", - განაცხადა ვაშაძემ.