გაზეთ "კომეტრსანტის" ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის რუსეთში ვიზიტის განხორციელების წესები შეიცვალა.
"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ვიზიტი რუსეთში მიმდინარე კვირას უკვე ახალი წესებით განხორციელდა - მოსკოვს წინასწარ აცნობეს, რომ იგი ჩასვლას აპირბდა, თუმცა აქამდე ედუარდ კოკოითი მოსკოვში გაუფრთხილებლად ჩადიოდა. გაზეთის ინფორმაციით, ამის მიზეზი ვლადიკავკაზში მაისში მომხდარი ინციდენტი გახდა, რომლის დროსაც ცეცლი გაიხსნა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი მოკლეს. ამის შემდეგ რუსეთის "ეფ-ეს-ბემ", ფედერალური დაცვის სამსახურმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რომელსაც ბატონი კოკოითის კბილებამდე შეიარაღებული დაცვის წევრები განსაკუთრებული წინააღმდეგობების გარეშე კვეთთდნენ წესრიგი დაამყარეს", _ წერს "კომერსანტი".
მათივე ინფორმაციით, ამიერიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ვალდებულია ვიზიტის განხორციელებამდე არაუგვიანეს სამი დღით ადრე აღნიშნული ვიზიტის შესახებ შეტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნოს. საარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ უნდა გააფრთხილოს ფედერალური დაცვის სამსახური, ვინაიდან ოს სეპარატისტთა ლიდერი, რუსული მედიისათვის კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი იმ პირთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზრ დაცვა ეკუთვნის.
"ცხინვალი ამ წესებს არასოდეს ასრულებდა. ფედერალური დაცვის სამსახური ხშირად იღებდა შეტყობინებას უკვე მაშინ, როდესაც ედუარდ კოკოითი უკვე ვლადიკავკაზის აეროპორტში იმყოფებოდა.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ედუარდ კოკოითი რუსეთის ტერიტორიაზე ზალიან ხშირად იმყოფება. რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით 2010 წლის დასაწყისიდან ედუარდ კოკოითი მხოლოდ მოსკოვში 58 ჯერ იმყოფებოდა. ვალდიკავკაზში კი, სადამდეც მხოლოდ რამდენიმე საათიანი გზაა ავტომობილით კიდევ უფრო ხშირად.
ამას გარდა, 2010 წლის სექტემბერში კოკოითი გაფრთხილების გარეშე გაემგზავრა სოჭის ეკონომიკურ ფორუმზე. ამის გამო ფედერალური დაცვის სამსახურში კი თითქმის ერთი დღეღამის განმავლობაში დაკარგეს უცხო სახელმწიფოს პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით, 2010 წლის ოქტომბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალში ნოტა გააგაზავნა და კოკოითს თავისი ვიზიტების შესახებ რუსული მხარის წინასწარ ინფორმირება დაავალა", _ წერს "კომერსანტი" და აღნიშნავს, რომ მოსკოვის კიდევ უფრო დიდი დაღიზიანება გამოიწვია ედუარდ კოკოითის გუნდის მაღალჩინოსანი წევრების გამაღიაზიანებელმა საქციელმა საზღვარზე.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 23 აპრილს გაგზავნილ ნოტაში მოთხრობილია 31 მარტს მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელშიც სამხრეთ ოსეთის აღდგენის კომიტეტის თავმდომარე ზურაბ კაბისოვი მონაწილეობდა. კაბისოვი შეეცადა მესაზღვრისათვის იარაღი წაერთმია, იმის პასუხად, რომ მესაზღვრემ მისი მანქანის გაჩხრეკა მოითხოვა.
რუსი ძალოვნების მოთბინების ფიალა კი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაცვის წევრების საქციელმა აავსო, რომელიც საზღვარს შეიარაღებულები და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კვეთდნენ.
"ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისრომ არაფერი იცოდა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებიდან ბოლო ნოტა 17 მაისს გაიგზავნა. ამის შემდეგ ორ დღეში კი ვლადიკავკაზში ის ცნობილი ინციდენტი მოხდა რომლის დროსაც ედუარდ კოკოითის ბიძაშვილი ალიმ კაბულოვი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრი ოლეგ იკაევი მოკლეს. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფები ისინი ღამის კლუბში კიკბოქსიორ სპორტსმენს ალბერტ ციგოევს აუშარდნენ. ისინი ციგოევს იარაღით ემუქრებოდნენ. სპორტსმენმა მათ იარაღი გამოსტაცა და ორივე ადგილზე მოკლა დილით კი პოლიციაში გამოცხადდა", _ წერს "კომერსანტი" და აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობამ ცხინვალს ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ულტიმატუმი წაუყენა - ან სახელმწიფო დაცვის სამსახური წევრები რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის წესებს დაემორჩილებიან და კოკოითი კი თავისი ვიზიტების შესახებ მოსკოვს წინასწარ აცნობებს ან იარაღს წაართმევენ.