საფრანგეთში გარდაიცვალა ცნობილი ქორეოგრაფი როლან პეტი. როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფი და მოცეკვავე როლან პეტი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1940 წლიდან პეტი პარიზის ოპერის კორდებალეტში გამოდიოდა. 1945 წელს გახდა პარიზის სარა ბერნარის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი. ხოლო1948 წელს ახალი დასი "პარიზის ბალეტი" დააარსა.
პეტი ქმნიდა დადგმებს ცნობილი მოცეკვავეებისთვის, როგორებიც არიან მაია პლისეცკაია და მიხეილ ბარიშნიკოვი. მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე როლან პეტიმ 50 მეტი დადგმა განახორციელა.
2011 წელს მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე "პიკის ქალის" დადგმის შემდეგ, ქორეოგრაფი რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი გახდა.