სერიალი "დალასი" სატელევიზიო ეკრანებს უბრუნდება Contactmusic.com-ის ინფორმაციით, საკაბელო ტელეარხმა TNT-მ 1980-იან წლებში პოპულარული სერიალის "დალასის "გაგრძელება გადაიღო.
ახალი სერიალი იუინგის დინასტიის მომდევნო თაობის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი მთავარი როლი ჯესი მეტკალფმა შეასრულა, რომელიც ცნობილია მებაღის როლით სერიალიდან "სასოწარკვეთილი დიასახლისები". გარდა ამისა, პროექტში დაკავებული არიან ჯორდან ბრიუსტერი, ბრენდა სტრონგი, ჯოშ ჰენდერსონი და ჯული გონსალო.
გადაღებაში ჩართული არიან აგრეთვე ორიგინალი სერიალის მსახიობები. კერძოდ, TNT-ის ხელმძღვანელობამ შეძლო დაეთანხმებინა ლარი ჰეგმენსი, პატრიკ დაფი და ლინდა გრეისი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ტელესერიალი "დალასი" ეთერში 1978-80 წლებში გადიოდა. სულ გადაღებულია 357 სერია.