14 ივლისს, 12:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტ-გენი 2011"-ის დასკვნითი ნაწილის შესახებ პრესკონფერენცია ჩატარდება.
„არტ-გენი 2011"-ის დასკვნით ნაწილს თბილისი უმასპინძლებს. 15-იდან 24 ივლისის ჩათვლით ეთნოგრაფიულ მუზეუმში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები; დაესწროს ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის წარმოდგენებს; მოისმინოს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, თანამედორვე ქართული ჯგუფების და ფესტივალის სტუმრების გამოსვლები.
ფესტივალის მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები საფრანგეთიდან, ეტონეთიდან, უკრაინიდან, შრი-ლანკიდან, ავსტრიიდან, კატალონიიდან და სენეგალიდან.
წელს ფესტივალი "არტ-გენი" და ფონდი „კოალიცია სამართლიანობისთვის" 500 დევნილ ბავშვს მასპინძლობს სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებიდან.
"არტ-გენი 2011" 18 ივნისს გაიხსნა კახეთში, სოფელ მირზაანში და კულტურული ტურებით მოიარა საქართველოს რეგიონები (ქვემო ქართლი - რუსთავი, სამეგრელო - ფოთი).