რუსეთის დუმაში შეშფოთებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ქუთაისში, დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის "დიდების მემორიალის" დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით. რუსეთის დუმა მოუწოდებს ყველას "მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების განხილვის თემა ყველა საერთაშორისო მოედანზე ააგორონ".
რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნებისა და თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი ოსტროვსკი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ "მემორიალის დემონტაჟი უკვე დაიწყო და მის ადგილზე საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის აგება იგეგმება".
"მემორიალის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერაა მიღებული დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავის წინ. ეს გადაწყვეტილება კარგად შეესაბამება თანამედროვე საქართველოს ხელისუფლების წარმოდგენებს მორმებზე, მორალსა და ზნეობაზე",_ აცხადებს ოსტროვსკი და დასძენს, რომ რუსეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს "ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ქართველი ეროვნების მებრძოლების სამარხებს".
"იმისათვის, რომ მათი საფლავები ყოველთვის მოვლილი და კეთილმოწყობილი იყოს, იმისათვის რათა ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს იმ ქართველების შესახებ, რომლებიც "ყავისფერი სახადის" წინააღმდეგ რუსებთან ერთად იბროდნენ",_ აცხადებს ოსტროვსკი.
ამასთან ერთად, რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყველას ახსენებს, რომ მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა მათგან 80 ათასი გმირულად გარდაიცვალა საერთო სახლის საბჭოთა კავშირის დაცვისათვის.
"რუსეთის ფედერაციაში ახსოვთ, რომ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე წითელ არმიაში ათასობით ქართველი-პატრიოტი ჩაეწერა. ფრონზე რამდენიმე ათასი ქართველი იბრძოდა, ამას გარდა, თავდაცვით საზღვრებთან ფრონტისათვის 43 ათასი ქართველი შრომობდა", _ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ იმასთან დაკავშირებით მიიღო, რომ იმ მოედანზე სადაც ეს ძეგლი დგას საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა უნდა აიგოს. ძეგლის დარჩენილი ნაწილის აფეთქება 21 დეკემბერს იგეგმება.