დღეს, 17 დეკემბერს, საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს ელოდებიან.
სანაკოევი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მივა და დეპუტატებს რეგიონში ომამდე და ომის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების ანგარიშს წარმოადგენს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ავტონომიური ოლქის წარმომადგენლობა და საქართველოს დეპუტაცია რეგიონში არსებულ ვითარებაზე და დევნილთა პრობლემებზეც ისაუბრებენ.
მხარეები ასევე იმსჯელებენ რეგიონში H1N1 ვირუსის გავრცელების რისკებსა და იმ დახმარების შესახებ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლება რეგიონს აღმოუჩენს.