ადამიანის უფლებათა დაცვის ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი ისევ საქართველოშია.
"მე არ დავნებდები. ჩამოვედი, რომ საბოლოოდ მოვაგვარო გატაცებული ბავშვების დაბრუნების პრობლემა, რადგან მიმაჩნია, რომ დაუშვებელია უდანაშაულო ადამიანები არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და პრობლემების გამო ისჯებოდნენ. ამ საკითხზე მოსკოვშიც ვისაუბრეთ. მათაც ესმით, რომ მოზარდების ტანჯვა დაუშვებელია. მუშაობას ვაგრძელებთ საბოლო მიზნის მისაღწვეად - იმედია ეს ასეც იქნება", - განაცხადა ჰამერბერგმა თბილისში ჩამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი დღეს ცხინვალში ჩასვლას აპირებს, რათა სეპარატისტებისგან მოზარდების გათავისუფლების თაობაზე მიცემული პირობის შესრულება მოითხოვოს.