17 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიაში, კოპენჰაგენში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქვეყნის პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
"სამიტს მსოფლიოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებთანაც საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს", - განმარტა კალანდაძემ.