დღეს, 19 ოქტომბერს, გორში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ,, გორი 2009 Sweet Folk " გაიხსნება. ფესტივალი 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, სომხეთის და კვიპროსის ფოლკლორული ანსამბლები.
ფესტივალის ორგანიზატორები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაა. იდეა კი, საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატს, ანსამბლ ,,ჩუქურთმის" ხელმძღვანელ თემურ ტატიშვილს ეკუთვნის, რომელიც ფესტივალის მთავარი ორგანიზატორია.
ტატიშვილის განცხადებით, ფესტივალის მიზანი, ნაციონალური ხელოვნების პოპულარიზება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება და სტუმრებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობაა. ფესტივალის გასხნა გორის ცენტრშია დაგეგმილი, სადაც გაიმართება მსვლელობა ნაციონალური ტანსაცმლით და დროშებით. დასკვნითი კონცერტზე კი ფესტივალის თითოეულ მონაწილეს დიპლომებით დააჯილდვებენ.
ფესტივალის დღეებში სტუმრები დაათვალიერებენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს და დედაქალაქსაც ესტუმრებიან. ფესტივალს დაესწრებიან თურქეთის ქალაქების სულთანისტანის, ედირნეს და ნაზილის მერები. ჩამოსულ სტუმრებთან შიდა ქართლის გუბერნატორი და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები გეგმავენ შეხვედრას. ფესტივალი პირველად ტარდება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ის ტრადიციული და მასშტაბური გახდება.