საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შესახებ სასესხო ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით ნოტების გაცვლის ცერემონია გაიმართა.
ნოტები საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მასაიოში კამოჰარამ გაცვალეს.
ცერემონიას წინ უსწრებდა ორმხრივი შეხვედრა. იაპონიის მხარის დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოში იაპონიის საელჩოსა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს (JICA) წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა იაპონიის მნიშვნელოვან როლს ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია "აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შესახებ სასესხო ხელშეკრულების" ხელმოწერა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივებსა და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.