მოსკოვში ვიზიტით მყოფმა მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2010 წელს საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვლება.
"სააკაშვილს მხარდაჭერა ჯერ კიდევ აქვს და ეს მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერაში არ გამოიხატება. თუმცა ნათელია, რომ ხალხის მხარდაჭერა სულ უფრო კლებულობს. დარწმუნებული ვარ, 2010 წელი საქართველოს მშვიდობიანი გამარჯვების წელი იქნება და ხელისუფლება შეიცვლება", _ აღნიშნა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, ეს, სავარაუდოდ, მაისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხდება. მოძრაობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდეს მუდმივმოქმედ საფუძველზე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლება.
ნოღაიდელი უკვე შეხვდა რუსეთის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ევგენი პრომაკოვს და "ედინაია როსიას" წარმომადგენლებს. 16 დეკემბერს იგი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობას ხვდება.