ხვალ, 17 დეკემბერს, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი თბილისში დაბრუნდება. ნოღაიდელმა და მისი გუნდის წევრმა პეტრე მამრაძემ მოსკოვში შეხვედრები უკვე დაასრულეს.
საქართველოს ყოფილი პრემიერი რუსეთის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტ ევგენი პრიმაკოვს, ასევე დუმის წევრებს შეხვდა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე", - განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ნოღაიდელი მოსკოვს სამუშაო ვიზიტით უკვე მესამედ სტუმრობდა.