წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო ვანუატუმ, რომლის მოსახლეობა 235 ათას ადამიანს შეადგენს, სავარაუდოდ, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს კვლად დაადასტურებს.
აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებში ვანუატუს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიპაკე ედვარდ ნაპატეიმ მიიღო. ამჟამად კი ვანუატუს მთავრობის სათავეში კატო კილმანი ბრუნდება, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ სოხუმის ე.წ. სუვერენიტეტს აღიარებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ვანუატუმ პირველად სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს აღიარა. ივნისის შუა რიცხვებში კი ვანუატუში ხელისუფლება შეიცვალა და დროებითმა პრემიერმა ედვარდ ნატაპეიმ განაცხადა, რომ ვანუატი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას აუქმებს.
ამ განცხადებიდან 10 დღის შემდეგ ვანუატუს პარლამენტმა მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ კატო კილმანი აირჩია.