"ლუსტრაციის შესახებ" კანონი და ე.წ. "პატრიოტის აქტი" ერთიან საკანონმდებლო დოკუმენტად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ განცხადება ორივე კანონპროექტის ავტორმა გია თორთლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ამ ორი ინიციატივის გაერთიანებით მიიღება უფრო სრულყოფილი და დახვეწილი საკანონმდებლო აქტი.
"გაერთიანების შედეგად არც "ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტის და არც "პატრიოტის აქტის" პროექტში გათვალისწინებული არცერთი მუხლის ამოღება არ მოხდება, გარკვეული დამატებები კი შევა," - აცხადებს თორთლაძე.
რაც შეეხება გაერთიანებული კანონპროექტების სათაურს, მას "თავისუფლების ქარტია" დაერქმევა.
სახეცვლილი საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას თორთლაძე უახლოეს დღეებში გეგმავს.