რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი
საქართველოში საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორ ტიბო ლესპანიოლს, მის მოადგლე მატიე კარმონას და ამავე სამინისტროს კონტინენტალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ჟულიენ ლელანის შეხვდა.
როგორც იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით შემუშავებელ სახელმწიფო სტრატეგიაზე, კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ სიტუაციასა და ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხებზე ისაუბრეს.
"ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თავის ხედვასა და სტრატეგიას აყალიბებს. ეს ადამიანები ამ დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობენ. დღეს ხედვებისა და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა მოხდა", - განმარტა იაკობაშვილმა.