"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე, ფარმაცევტულ კომპანიებს "პე-ეს-პეს" და "ავერსს" შეთანხმებულ მოქმედებებში ადანაშაულებს. გამყრელიძის თქმით, პრეპარატები, რომელიც "ავერსში" იყიდება, არ იყენებს "პე-ეს-პე".
გამყრელიძე აცხადებს რომ "პე-ეს-პემ" ხელში ჩაიგდო რამდენიმე საავადმყოფო, იმისთვის რომ თავისი წამლების რეალიზაცია მოეხდინა.
"ეს არის შეთანხმებითი მუშაობა და სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მუნიციპალური აფთიაქების ქსელი რომ შეწყდეს ეს არარეალური ფასნამატები. "პე-ეს-პემ" ხელში ჩაიგდო რამდენიმე საავადმყოფო, იმისთვის რომ თავისი წამლების რეალიზაცია მოეხდინა. კლინიკებში მომუშავე მედპერსონალი პაციენტებს მხოლოდ იმ პორეპარატებს უწერს, რომლებიც "პე-ეს-პეს" ქსელში იყიდება", _ განაცხადა დავით გამყრელიძემ.
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მონოპოლიის დასაძლევად "ალიანსი საქართველოსთვის" მოითხოვს მოხდეს ფარმაცევტული ბაზრის სასწრაფო დემონოპოლიზაცია; აიკრძალოს ერთი და იგივე ბიზნეს ჯგუფის მიერ წამლის მიწოდების, ჰოსპიტალური მომსახურებისა და სადაზღვევო საქმიანობის წარმოება; სახელმწიფომ უზრუნველყოს წამლის ფასების კონტროლი და რეგულაცია, ისე, რომ ფასნამატი კომერციულ ქსელში 30-35%-ს არ აღემატებოდეს; სახელმწიფომ მოახდინოს ბაზრის დაცვა უხარისხო ფალსიფიცირებული წამლებისაგან;
"ალიანსი საქართველოსთვის" გამოდის ასევე ინიციატივით, შეიქმნას მუნიციპალური აფთიაქების ქსელი, რომელიც საერთაშორისო ტენდერების მეშვეობით შეისყიდის წამლებს