ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოში ლიტვის ელჩი მეჩის ლაურინკუსი გაიწვია. დალია გრიბაუსკაიტეს ბრძანებით, ლაურინკუსმა საქართველო 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.
ლიტვის პრეზიდენტი აღნიშნულის მიზეზად, "დიპლომატისადმი ნდობის დაკარგვას" ასახელებს.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დალია გრიბაუსკაიტემ ბრძანება გუშინ გასცა.
ლაურინკუსი საქართველოში ელჩად 2008 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს.