რუსეთის ფედერაციის საბჭო ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების ოპერატიული გამოყენების შესახებ დიმიტრი მედვედევის ინიციატივის განხილვას დღეიდან დაიწყებს.
დუმისა და პალატის მიერ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს უფლება ექნება ფედერაციის საბჭოსგან დამოუკიდებლად მიიღოს ძალების გამოყენების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და მისი მოქალაქეების დაცვის, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით.
აღნიშნული კანონი ნოემბერში უკვე დაამტკიცა რუსეთის პარლამენტმა.