რადიკალურ ოპოზიციას არ შეუძლია შინაარსობრივი საუბარი, ამის მიზეზი მარტივია, შინაარსობრივი არგუმენტები არ აქვთ და დავალება აქვთ, რომ ხელისუფლებას თავს დაესხან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ ჩაჰყვებით, როგორ დამკვიდრდა ქართულ მედიაში სიძულვილის ენა, ამის პირველწყაროს მიაგნებთ, ეს არის ნიკა გვარამია. ამ ადამიანმა ზიზღი ჟურნალისტურ სტანდარტად აქცია. ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენა ვინ დაამკვიდრა – სააკაშვილ-ბოკერია-გვარამია. პოლიტიკაში ეს სწორედ ამ ადამიანებმა დაამკვიდრეს. პოლიტიკურ დებატებში როცა აგრესიული და უხეში თავდახმებია, იძულებული ვართ, ამას ვუპასუხოთ. ეს მიემართება არა მხოლოდ შიდა აქტორებს, არამედ გარე აქტორებსაც. ჩვენ უცხოელებისთვის არაერთხელ გვითქვამს, რომლებიც ხანდახან წაიწუწუნებენ ხოლმე, რატომ არის ელჩის თუ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მიმართ კრიტიკა, ჩვენი პასუხი მარტივია – როცა ჩვენზე თავდასხმა ხდება, იძულებული ვართ, ამას ვუპასუხოთ. ის, ვინც ამის ნორმალიზებას ახდენს, მათი ადგილი პოლიტიკურ დისკუსიაში არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, ფაშისტური შეძახილი „მონა“ სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ და ზოგიერთმა ელჩმა დაამკვიდრა, რომელმაც გვერდში დაიყენა ფაშისტები სურათებში და თქვეს, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალიო. ეს ადამიანები კი, თბილისის ქუჩებში ფაშისტური შედეგებით დადიან. რა თქმა უნდა, დებატები „ნაცი“, „აკაცუკით“ არ უნდა მთავრდებოდეს. ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რა უნდა იყოს პოლიტიკური დებატების სტანდარტი. მგონი, ამ ხნის განმავლობაში რთულად გაიხსენებთ, სადაც დებატების დროს, რომელიც დაიწყო, ასეთი ტერმინი გამოვიყენეთ. ჩვენ არც შემოგვიღია. როცა ვერბალურად თავს გესხმიან, ნურავინ იფიქრებს, რომ დავდგებით და მოვუსმენთ, ყველა პასუხს მიიღებს. ვინც ზიზღის ენა დაამკვიდრა, დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში მისი ადგილი არ უნდა იყოს. რადიკალურ ოპოზიციას არ შეუძლია შინაარსობრივი საუბარი, ამის მიზეზი მარტივია, არ აქვთ შინაარსობრივი არგუმენტები და დავალება აქვთ, რომ ხელისუფლებას თავს დაესხან. სხვა გზა არ რჩებათ, რომ თავი ლანძღვით გაიტანონ. მათ მხარს გარედანაც უბავენ. რასა იუკნევიჩიენეს და მის მსგავს ადამიანებს შეგახსნებთ, რომლებიც ფაშისტური ტერმინებით ქართველებს მიმართავენ და თავს ესხმიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.