აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივას არა მხოლოდ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაც არ იზიარებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ექსპერტ მამუკა არეშიძის ინიციატივის შეფასებისას აღნიშნა.
"ეს არის ერთი ცალკეული პირის მოსაზრება, რომელსაც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები არ იზიარებს, თუ არ ჩავთვლით რუსეთის ფედერაციას", - დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.