დღეს, 16 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასაიოში კამოჰარა ნოტებს გაცვლიან.
ნოტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსების, სასესხო ხელშეკრულებას შეეხება.