ვენეციის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე კუნძულ ლიდოზე გაიმართება, ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯორჯ კლუნის ახალი რეჟისორული ნამუშევრით გაიხსნება. ფილმი "მარტის შუა რიცხვები" შექმნილი ბო უილიმონის თეატრალური პიესის პოლიტიკური სიუჟეტის მოტივებზე, შეყვანილია საკონკურსო ჩვენების პროგრამაში.
ჯორჯ კლუნი ისევე როგორც წინა სარეჟისორო ნამუშევრებში, აქაც გამოდის როგორც სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი. ფილმი "მარტის შუა რიცხვები", რომელიც მოგვითხრობს უახლოესი წარსულში დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის საარჩევნო კამპანიის შესახებ, კლუნის რიგით მეოთხე ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმში მას პარტნიორობას უწევენ მსახიობები რეიან გოსლინგი, მარისა ტომეი, ფილლიპ სეიმურ ჰოფმანი, რომელსაც აღიარება მწერალ კაპოტე ტრუმანის როლის ბრწყინვალე შესრულებამ მოუტანა.
გასული წლისგან განსხვავებით, ეტყობა კლუნი წითელ ხალიჩაზე მშვენიერი თანამგზავრის იტალიელი მოდელის, მსახიობისა და ტელეწამყვანის ელიზაბეტ კანალისის გარეშე გაივლის. წყვილმა ოფიციალურად განაცხადა გაშორებაზე.
ვენეციური ჩვენების ძირითადი კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორი, 2008 წლის ფესტივალის ტრიუმფატორი დარენ არონოფსკი, რომლის ფილმა მიკი რურკის მონაწილეობით მთავარი პრიზი "წმინდა მარკის ოქროს ლომი" მიიღო. ვენეციის საერთაშორისო კინოხელოვნების გამოფენის, როგორც ოფიციალურად იწოდება ფესტივალი, სრული პროგრამა ივლისის ბოლოს გამოცხადდება.