ვლადიკავკაზში გამართულ მიტინგზე ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის მომხრეები და მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.
აქციაზე მისულმა 400-მდე ადამიანმა ოს სეპარატისტთა ლიდერი ოპოზიციის შეზღუდვაში დაადანაშაულა.
მათი განცხადებით, კოკოითი და მისი გარემოცვა ოპოზიციონერ კანდიდატებს ნოემბერში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.
მათ კოკოითი რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების მითვისებაშიც დაადანაშაულეს, რომელიც საცხოვრებელი სახლების აღდგენას უნდა მოხმარებოდა.
ამ განცხადებებმა კოკოითის მომხრეების გაღიზიანება გამოიწვიეს და დემონსტრანტთა შორის ჩხუბი მოხდა.