დღეს, 26 ივნისს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თემურ ქევხიშვილის ახალშექმნილი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის „ოროველას" კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება სინთეზი, ახალი ფორმა როგორც ტრადიციული ხალხური სიმღერებისა, ასევე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებისა.
ანსამბლის ხელმძღვანელია ცნობილი მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ ქევხიშვილი.