სასტრუმრო "ჰოლიდეი ინში" ფეხბურთის ფედერაციის XX ყრილობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანია. დელეგატები აღმასკომის წევრთა რაოდენობის და ჩემპიონატის ფორმატის შეცვლას, ასევე ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და ლიცენზირების გამკაცრებას უყრიან კენჭს.
სასრუმრო "ჰოლიდეი ინში" გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით ფეხბურთის პროფესიული ლიგა აღარ არს ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტი და შესაბამისად იგი ეროვნულ ჩემპიონატს ვეღარ ჩაატარებს. დელეგატებმა ამ ცვლილებას კენჭი უკვე უყარეს და უკვე 2011-2012 წლების სეზონს თავად ფეხბურთის ფედერაცია უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება აღმასკომის წევრთა დამტკიცებას მათი რაოდენობა სავარაუდოდ 18 მდე გაიზრდება და მასში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც შევა.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავთანხმებულიყავი კლუბების შემოთავაზებას, რომ გავმხდარვიყავი აღმასკომის წევრი ისევ და ისევ ფეხბურთის განვითარებისთვის და ყველა იმ საკითხის მოგვარებისათვის, რომელიც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ფეხბურთის განვითარებისთვის", _ აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისრტრი ლადო ვარძელაშვილი.