სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ვან-გოგის "ავტოპორტრეტზე" მხატვრის ძმაა გამოსახული. ხელოვნებათმცოდნეები ამ დრომდე მიიჩნევდნენ, რომ ვან-გოგი არასოდეს ხატავდა თავის ძმას თეოს. თუმცა ამსტერდამის მუზეუმის ექსპერტის მტკიცებით, 1887 წლის სურათზე, რომელიც მუზეუმში ინახება, ცნობილი მხატვრის ძმაა გამოსახული.
მოსაზრება მოყვანილია მუზეუმის ექსპერტის 600-გვერდიან კვლევაში. ავტორი მიიჩნევს, რომ ვან გოგი და მისი ძმა თეოდორი სურათებზე განსხვავდებიან.
ამასთან, გააანალიზა რა თეოდორის სურათი, მკვლევარი დარწმუნდა, რომ წვერის ფორმა და ფერი, თვალები, სახის ოვალი ძალიან ჰგავს ტილოზე გამოსახულს.
"ამრიგად, ეს ერთადერთი ტილოა, სადაც ვან გოგის ძმაა გამოსახული", - მიიჩნევს ექსპერტი.