დღეს ყაზანში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პატრონაჟით აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა უნდა გაიმართოს. ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხისათვის. აღნიშნული შეხვედრის შესახებ გაზეთ "კომერსანტის" სტატიაში "მოწვევა მშვიდობაზე" ნათქვამია, რომ მედვედევი აზერბაიჯანისა და სომხეთს შერიგებასთან ძალიან ახლოსაა მისული.
სტატიაში ნათქვამია, რომ ხელმოსაწერად უკვე გამზადებულია დოკუმენტი, რომელიც პრობლემის დარეგულირების ერთგვარი "საგზაო რუკაა".
დოკუმენტის საფუძველში უნდა ჩადებულია 2007 წელს მადრიდის კონფერენციაზე შეთანხმებული პრინციპები. მოსალოდნელი გარღვევა შესაძლოა პრეზიდენტ მედვედევი ერთ ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიღწევად ჩაითვალოს და მისი ჩაშლა მხოლოდ თავად ყარაბაღში მომხდარ შეიარაღებულ პროვოკაციას შეეძლება.
"ასე ახლოს წარმატებასთან ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვათ", _ ციტირებს გაზეთი დიპლომატს, რომელიც მოლაპარაკებების მომზადებაში მონაწილეობდა.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მოლაპარაკება გადამწყვეტი უნდა გახდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. სამიტის მსვლელობისას იგეგმება კონფლიქტის დარეგულირების ძირითადი პრინციპების საბოლოო შეთანხმება ხოლო დოკუმენტი, რომელიც განხილული უნდა იყოს იქნება რეალური საფუძველი ფართო სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებისა. დაახლოებით ასეთივე განცხადებები გააკეთეს ეუთოს ხელმძღვანელმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ, ევროპარლამენტსი ხელმძღვანელმა ეჟი ბიზეკმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მევლუტ ჩავუშოღლუმ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკ ტონერმა", _ წერს "კომერსანტი".
მათოივე ინფორმაციით, დოკუმენტის შინაარსს, რომელიც ხელმოსაწერადაა გამზადებული მკაცრად ასაიდუმლოებენ, თუმცა დასავლურ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი ასევე იუწყება, რომ მისი არსი აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ე.წ. მადრიდის პრინციპების უპირობო მიღებაში მდგომარეობს.
"შეთანხმებული პრინციპები კონფლიქტის დარეგულირებისაკენ ეტაპობრივ წინ წაწევას გულისხმობს და ერთგვარ "საგზაო რუკას" წარმოადგენს. თავდაპირველად ხელმოწერილი იქნება დარეგულირების ძირითადი პრინციპები, რის შემდეგაც სოხმეთი და აზერბაიჯანი რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის შუამავლობით სამშიდობო შეთანხმებაზე დაიწყებენ მუშაობას.
ამის შემდეგ ერევანმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ომის დროს დაკავებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს, მათ შორის ფიზულინია, ადგამის, ჯებრაილის, ზანგელანის, კუბალტინის და კელბაჯარის რაიონები, ასევე 13 სოფელი ლაჩინის რაიონში. უსაფრთხოებას ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობოები უზრუნველყოფენ. ლაჩინის რაიონში კი გაკეთდება დერეფანი, რომელიც სომხეთს მთაიან ყარაბაღთან შეაერთებს.
მთიანი ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსი რამდენიმე წლის შემდეგ რეფერენდუმის საშუალებით უნდა გადაწყდეს, რომელიც დევნილთა დაბრუნების პირობით გაიმართება. მთავარი კი მდგომარეობს იმაში, რომ ბაქო და ერევანი უარს იტყვიან ძალის გამოყენებაზე პრობლემების გადასაწყვეტად და ყოველივე ეს იურიდიულად სავალდებულო ფორმით იქნება გაკეთებული", _ წერს "კომერსანტი" და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ილჰამ ალიევმა და სერჟ სარგსიანმა ამ შეთახმებას ხელი მოწერეს ყაზანში მართლაც გარღვევა მოხდება.