28 ივნისს 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საოპერო მუსიკის კონცერტზე მსმენელები შეხვდებიან საქვეყნოდ აღიარებულ ახალგაზრდა მომღერალს, მსოფლიო სცენათა ქართველ მშვენებას _ ნინო მაჩაიძეს.
გალა-კონცერტზე ასევე იმღერებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები _ ირინე თაბორიძე, ირინე რატიანი, მარიამ ქობალიანი, ანი ცარციძე, ლეგი იმედაშვილი, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მამუკა ტეფნაძე, ანზორ ხიდაშელი, ვახტანგ ჯაშიაშვილი. კონცერტში მონაწილეობს ოპერის თეატრის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით. პროგრამაშია ფრაგმენტები უკვდავი ოპერებიდან.
მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამა და კონცერტში მონაწილე მუსიკოსების მაღალი საშემსრულებლო დონე ჭეშმარიტად ქმნის 28 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეკრებილი აუდიტორიისთვის სიამოვნების მინიჭების საფუძველს.
სწორედ ამ კონცერტით დაიხურება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 159-ე თეატრალური სეზონი.