მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელ პელეს განცხადებით, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი მალე ისეთივე ძლიერი ფეხბურთელი იქნება, როგორიც ის იყო. პელე იმედოვნებს, რომ ბრაზილიელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ნეიმარი მესის დონეს მიაღწევს.
"მესი ჩემზე ძლიერია თუ არა? მესი რომ ჩემზე ძლიერი გახდეს მას 1283 გოლის გატანა მოუწევს. მსოფლიოს ვეტერან თუ ამჟამინდელ ფეხბურთელებს იმდენისთვის არ მიუღწევიათ რასაც მე მივაღწიე", - განაცხადა 70 წლის ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
პელე, რომელიც "სანტოსში", "ნიუ იორკ კოსმოსში" და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა, 1283 გოლი აქვს გატანილი. 24 წლის მესის კი, რომელსაც პროფესიულ დონეზე არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" გარდა არსად უთამაშია, მთლიანობაში 180 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება ნეიმარს. ნეიმარმა "სანტოსთან" ერთად რამდენიმე დღის "ლიბერტადორესის" თასი მოიგო. 19 წლის ფეხბურთელით "ჩელსი" და "რეალი" არიან დაინტერესებულები და მის გადაყვანას ცდილობენ. ნეიმარს პელეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
"ნეიმარი უნიჭიერესი ფეხბურთელია. მე იმედი მაქვს, რომ ის მესივით არ მოიქცევა და მხოლოდ კლუბისთვის არ გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. მან ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზეც უნდა იფიქროს", - განაცხადა პელემ.