25 ივნისს მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაა - წარმოდგენილი იქნება ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის, წარსულში კოლეჯის მასწავლებლის, ბარი კიფის პიესა `ჩაგავლეთ?!~ (`Gotcha?!~). სპექტაკლის რეჟისორია დავით ბახტაძე. E
ამ პიესას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მრავალ თეატრში დაიდგა, საფუძვლად უდევს ბრიტანეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი კრიმინალური ფაქტი. ესაა პიესა ახალგაზრდებს შორის ძალადობის, უფროს და უმცროს თაობებს შორის კონფლიქტის, ახალგაზრდობის მიმართ უფროსი თაობის პასუხისმგებლობის შესახებ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, ეს სპექტაკლი განხორციელდა რუსთაველის და ლონდონის ნაციონალური თეატრების პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და კომპანია "BP"-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თეატრების პარტნიორობის პროექტის მიზანი საქართველოში თეატრალური სექტორის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა და პერსპექტიულ რეჟისორებთან თანამშრომლობა, ახალი დრამატურგიის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიის ახალი რეპერტუარით დაინტერესებაა.
პროექტის პარტნიორებმა თეატრების პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ამ სპექტაკლის განხორციელებას მხარი დაუჭირეს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, პიესა შეიცავს მნიშვნელოვან მორალურ და საგანმანათლებლო გზავნილს, რაც პროექტის პარტნიორების აზრით, თანამედროვე ქართული თეატრისთვის საინტერესოც იქნება და სასარგებლოც. Gგარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის პიესა ხორცილედება მარჯანიშვილის თეატრში, რითაც პროექტი კიდევ ერთხელ ასრულებს თავის მიზანს ხელი შეუწყოს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული თეატრის, არამედ ზოგადად ქართული თეატრის შემოქმედებითი პოტენცილის განვითარებას.